მანანა სტენლი - D ვიტამინი და კორონავირუსი:

D ვიტამინი და კორონავირუსი: რას ურჩევს ბრიტანეთისა და ირლანდიის ნუტრიციოლოგთა საზოგადოება (NS) მოსახლეობას
ბოლო დღეებში დიდ ბრიტანეთში გაჩნდა სიახლეები რომლებიც უკავშირდება D ვიტამინსა და კორონავირუსის ურთიერთკავშირს. გამოჩნდა მოსაზრება რომ დიდი რაოდენობით D ვიტამინის მიღება ამცირებს კორონავირუსით დაინფიცირების რისკს. NS აფრთხილებს მოსახლეობას რომ ამ ფაქტის არანაირი დასაბუთებული კვლევა არ არსებობს და რომ ვიტამინი D არ იცავს ორგანიზმს კორონავირუსისგან.
ჩვენ შეგახსენებთ D ვიტამინთან დაკავშირებულ რამოდენიმე დეტალს. D ვიტამინი არეგულირებს კალციუმისა და ფოსფატის არსებობას ორგანიზმში, თავის მხრივ ეს მიკროელემენტები საჭიროა ძვლების, კბილებისა და კუნთების ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად.
რაც შეეხება რეკომენდაციებს: ჯანმრთელი ძვლების და კუნთების შესანარჩუნებლად რეკომენდირებულია დღეში მივიღოთ 10 მიკროგრამი(µg). D ვიტამინი. დამატებით მიღება შეიძლება საჭირო გახდეს იმ შემთხვევაში როდესაც უმეტეს დროს ატარებთ სახლში და არ იღებთ საკმარისი რაოდენობით მზის სხივებს; როგორც მოგეხსენებათ D ვიტამინის მიღების საუკეთესო საშუალება მზის სხივებია. მექანიზმი ასეთია: ორგანიზმი ქმნის D ვიტამინს მაშინ როდესაც ის პირდაპირ იღებს მზის სხივებს კანზე.
რა წყაროებიდან მივიღოთ ვიტამინ D საკმარისი რაოდენობით?
აპრილიდან დაწყებული ოქტომბრის ჩათვლით მოსახლეობის დიდი ნაწილი საკმარისი რაოდენობით იღებს მზის სხივებს განსაკუთრებით ისეთ ქვეყანაში როგორიც საქართველოა.
ოქტომბერსა და აპრილს შორის პერიოდში როდესაც ნაკლებად არის მზე და ჩვენც ნაკლებ დროს ვატარებთ გარეთ შეიძლება ვიფიქროთ D ვიტამინის დამატებით მიღებაზე აბების სახით, მაგრამ ეს ჯობია გავაკეთოთ ექიმის რეკომენდაციის გათვალისწინებით. ამავე დროს სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ და თავი დავიზღვიოთ ზედმეტი დოზის მიღებისგან. დიდი რაოდენობით D ვიტამინის მიღებამ ხანგრძლივი დროის განმავლობაში შეიძლება გამოიწვიოს კალციუმის დაგროვება ორგანიზმში (ჰიპერკალცემია) რამაც შეიძლება უაროფითად იმოქმედოს ძვლებზე, გულზე და თირკმელებზე.
აქვე გთავაზობთ იმ საკვები პროდუქტების ჩამონათვალს რომლებიც შეიცავენ D ვიტამინს.
ცხიმიანი თევზი ორაგული, სარდინები, ქაშაყი, სკუმბრია, წითელი ხორცი, ღვიძლი, კვერცხის გული.
საიტერესოა ასევე ბრიტანელი სპეციალისტების დაკვირვება თუ რომელი თანმხლები დაავადებებია უფრო საყურადღებო გარდაცვლილ პაციენტთა შორის. ბრიტანელი ექიმები და მეცნიერები აღნიშნავენ რომ პაციენტებში რომლებსაც აღენიშნებათ დიაბეტი, გულსისხლძარღვთა პათოლოგიები, კლინიკური სიმსუქნე, მიეკუთვნებიან ეთნიკურ უმცირესობებს (ინდოელები, პაკისტანელები; შავკანიანები) აღინიშნება გარდაცვლილთა უფრო მაღალი პროცენტი. ბრიტანელები აპირებენ ამ ფენომენზე დაკვირვებას და შესწავლას. ჩვენ შევეცდებით მოგაწოდოთ ყველა ახალი ინფორმაცია ამ საკითხებთან დაკავშირებით


©2019 by Georgian Nutrition Society.