მანანა სტენლი - D ვიტამინი და კორონავირუსი - სიახლეები

ჩვენს ბოლო ბლოგში მოგაწოდეთ ინფორმაცია D ვიტამინსა და კორონავირუსის ურთიერთკავშირის შესახებ და აღვნიშნეთ ბრიტანელი ექსპერტების მისაზრება რომ დიდი რაოდენიბით D ვიტამინის მიღება არ ამცირებს კორონავირუსით დაინფიცირების რისკს და ის არ შეიძლება განვიხილოთ როგორც დამცველი ფაქტორი ვირუსის წინააღმდეგ.
D ვიტამინის მიღება ვერ დაგიცავთ ვირუსით დაინფიცირებისგან, მაგრამ მისი მიღება დაგეხმარებათ უკეთესად გაუმკლავდეთ მას თუ გახლავხართ COVID-19-ით დაავადებულ ასაკოვანი პაციენტი.
ეს მოსაზრებები გაჟღერდა ბრიტანული ჟურნალში ‘ნუტრიციოლოგიური მეცნიერება’. ჟურნალში დაბეჭდილი სტატია აღიარებული იქნა თვის საუკეთესო პუბლიკაციად ბრიტანეთისა და ირლანდიის ნუტრიციოლოგიის საზოგადოების მიერ.
სტატიაში განხილულია D ვიტამინის გავლენა COVID-19-ით დაავადებულ ასაკოვან პაციენტებში დაავადების განვითარების სიმძიმეზე და გამოსავალზე, ასევე მისი მკურნალობის პროცესში ჩართვის მნიშვნელობა.
როგორც წესი ბევრ ასაკოვან ადამიანს აღენიშნება თანმხლები დაავადებები და ამ მიზეზით გამოწვეული შესუსტებული იმუნური სისტემა, რაც ბუნებრივია უფრო ართულებს კოვიდ ინფექციასთან გამკლავებას, თუმცა ეს მაინც ვერ ჩაითვლება ასაკოვან ადამიანებში სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელის მთავარ მიზეზად.
უფრო მნიშვნელოვანია იმუნურ სისტემაში მიმდინარე ისეთი პროცესი როგორიც არის -‘იმუნოსცენცია’ . ეს პროცესი იწვევეს იმ უნარის დაქვეითებისა, რომელიც იმუნურ სისტემას საშუალებას აძლევს რომ შესაბამისად გააქტიურდეს, გააუვნებლოს და მოაშოროს ორგანიზმს მაგალითად ისეთი ვირუსი როგორიც გახლავთ SARS-CoV-2. ამ უნარის დაქვეითება კი ასაკთან ერთად იზრდება. ანთებითი პროცესების ქრონიკული ზრდა სახელწოდებით ‘ინფლამდაბერება’ რომელიც თავს იჩენს ზედმეტად გააქტიურებულ და ნაკლებად ეფექტურ იმუნურ სისტემაში უფრო თვალსაჩინოა ასაკის მატებასთან ერთად. ამავე დროს არსებობს მეტად შთამბეჭდავი მტკიცებულებები რომ ‘ინფლამდაბერება’ უმოძრაო ცხოვრების წესთან, სიმსუქნესთან და არაბალანსირებულ კვებასთან ერთად ხდება ორგანიზმში დიდი რაოდენობის სასიგნალო მოლეკულების (ციტოკინების შტორმი) გამოტყორცნის მთავარი მიზეზი, რაც თავის მხრივ ორგანიზმზე იმუნური სისტემის შეტევის მიზეზი ხდება. აღსანიშნავია რომ COVID-19-ით გამოწვეული გარდაცვლილთა ნახევარი იღუპება ციტოკინების შტორმის შედეგად. მნიშვნელოვანი ექპერიმენტული მტკიცებულებები მეტყველებს D ვიტამინის იმუნო- მოდულაციურ თვისებებზე, განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი როლი ანთებითი ციტოკინური რეაქციის დათრგუნვის რეგულაციაში ვირუსული ინფექციების დროს, ეს კი ხაზს უსვავას D ვიტამინის როგორც პოტენციური დამცველი ფაქტორის მნიშვნელობას COVID-19-ით დაინფიცირების შემთხვევაში.
D ვიტამინის ფიზიოლოგიური დეფიციტის მთავარი მიზეზი არის მზის სხივების ზემოქმედების ნაკლებობა, მელანინის დაგროვება კანში და კანის მიერ D ვიტამინის შემცირებული სინთეზი. ხანდაზმული ადამიანები D ვიტამინის ნაკლებობის რისკის ქვეშ არიან რადგან ისინი წარმოქმნიან 75%-ით ნაკლებ D ვიტამინს კანში ვიდრე ახალგაზრდები, იმ შემთხვევეშიც კი როცა ისინი რეგულარულად განიცდიან მზის ზემოქმედებას. D ვიტამინის ნაკლებონის სხვა მიზეზები არის დღის რაციონში მისი არასაკმარისი რაოდენობა, თირკმელებისა და ღვიძლის ფუნქციების დაქვეითება რაც ბევრად მეტად აღენიშნებათ ასაკოვან ადამიანებს.
კვლევებმა აჩვენეს D ვიტამინის განსაკუთრებული დამცველი ეფექტი იმ პირებში ვისაც აღენიშნებოდათ ვიტამინის საბაზისო დაბალი დონე. მეცნიერებმა ‘D ვიტამინის ნაკლებობის პანდემია’ უწოდეს დღევანდელ მდგომარეობას და ეს განსაკუთრებით ეხება ევროპას. საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუშაკების, ექიმების და სახელმწიფო სტრუქტურების მიერ ხდება D ვიტამინის მიღების რეკომენდაციების მხარდაჭერა, ამავე დროს იგეგმება კვლევები რომ მოხდეს ამ საკითხების უფრო ღრმად შესასწავლა.

©2019 by Georgian Nutrition Society.