მანანა გრძელიშვილი წყალის სანიტარია და ჰიგიენა კორონავირუსისთვის შესახებ

წყალის სანიტარია და ჰიგიენა კორონავირუსისთვის
გაწოდებთ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) მიერ შემუშავებული დროებითი მითითებებს წყალთან დაკავშირებით, რამეთუ უსაფრთხო წყლის და მასთან დაკავშირებული ჰიგიენის წესების დაცვა COVID-19 ინფექციის პერიოდში ძალზედ საყურადღებოა.
COVID-19 ვირუსი არ არის გამოვლენილი სასმელი წყალმომარაგების სიტემაში და არსებული მტკიცებულებებიდან გამომდინარე, წყალმომარაგების სისტემასთან დაკავშირებული რისკი დაბალია. კორონავირუსების ლაბორატორიული კვლევები, რომლებიც განხორციელდა კარგად კონტროლირებად გარემოში მიუთითებს, რომ ფეკალური მასებით დაბინძურებულ წყალში ვირუსის ინფექციური უნარი შესაძლოა შენარჩუნებულ იქნეს რამდენიმე დღიდან რამდენიმე კვირის განმავლობაში. წყლის უსაფრთხოების გაუმჯობესება შეიძლება განხორციელდეს არაერთი ღონისძიებით, რომელიც იწყება სასმელი წყლის წყაროს დაცვით; წყლის დამუშავების, განაწილების, შეგროვების ან მოხმარების ეტაპების სათანადო მართვით; და იმის უზრუნველყოფით, რომ დამუშავებული წყალი უსაფრთხოდ ინახება სახლში, რეგულარულად გაწმენდილ და თავდახურულ კონტეინერებში.
ჩვეულებრივმა, ცენტრალიზებული წყლის გაწმენდის მეთოდებმა, რომლებიც გამოიყენება ფილტრაციისა და დეზინფექციის ღონისძიებების სახით, უნდა მოახდინონ COVID-19- ის ვირუსის ინაქტივაცია. ნაჩვენებია, რომ ადამიანის სხვა კორონავირუსები მგრძნობიარე არიან ქლორირებისა და ულტრაიისფერით (UV) სხივებით დეზინფექციის მიმართ.
იმდენად, რამდენადაც ვირუსის უჯრედი შემოგარსულია ლიპიდური მემბრანით, რომელიც არ არის გამძლე, COVID-19 ვირუსი დეზინფექციისას სავარაუდოდ უფრო მგრძნობიარე იქნება ქლორისა და სხვა ოქსიდანტის მიმართ, ვიდრე მრავალი სხვა.
იმ ადგილებში, სადაც არ არის ხელმისაწვდომი ცენტრალიზებული წყალმომარაგების სისტემა და უსაფრთხო მილსადენები, მოხმარებული წყლის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და ვირუსების გასანადგურებლად საკმაოდ ეფექტურია წყლის დამუშავების სხვადასხვა ტექნოლოგიური მეთოდების გამოყენება შინამეურნეობების დონეზე. ეს მეთოდებია წყლის ადუღება ან მაღალი ეფექტურობის ულტრაფილტრაციის ან ნანომემბრანული ფილტრების გამოყენება, მზის დასხივება, არამღვრიე წყლების ულტრაიისფერი დასხივება და ქლორით სათანადო დოზირება.

©2019 by Georgian Nutrition Society.