ქეთევან დადიანი კორონავირუსის შესახებ

COVID-19, დაავადება რომელმაც პანდემია გამოიწვია Sars-CoV-2 ვირუსთან დაკავშირებული ახალი ტიპის ინფექციაა. ის აინფიცირებს ცხვირ-ხახას და უმრავლეს შემთხვევაში იწვევს მსუბუქი ან საშუალო სიძლიერის სიმპტომებს, თუმცა დაავადებულთა მცირე პროცენტში გართულებები ფილტვებში მძიმედ მიმდინარეობს და გარდაცვალების მიზეზი ხდება.
სნს უერთდება მთავრობის მოთხოვნას და მოგიწოდოთ რომ დარჩეთ სახლში და გაგახსენებთ რომ COVID-19 ინფექციისგან ყველაზე საუკეთესო თავდაცვა არის თვითიზოლაცია, ამას ურჩევს თავის მოსახლეობას ყველა ქვეყანა და ამაზე მიუთითებს იმ ქვეყნების მაგალითები რომლებმაც ეპიდემია წარმატებით შეაჩერეს.
დ ა რ ჩ ი თ
ს ა ხ ლ შ ი

გთავაზობთ COVID-19-თან დაკავშირებულ ჩვენ პირველ ბლოგს, რომელიც მოგიმზადათ ჩვენი საზოგადოების გამგეობის წევრმა, ნათაძის სახელობის სანიტარიის, ჰიგიენისა და სამედიცინო ეკოლოგიის ს/კ ინსტიტუტის დირექტორის მოადგილემ პროფესორმა ქეთევან დადიანმა
დაავადება გამოწვეულია კორონავირუსის ახალი ტიპით SARS-CoV-2

საკმაოდ შეზღუდული მონაცემების გამო გადაცემის ზუსტი მექანიზმები ჯერ კედევ დგინდება


მთავარი სამიზნეა სუნთქვის სისტემის ორგანოები

გადაცემა ხდება წვეთოვანი გზით: დაინფიცირებული ადამიანის მიერ გავრცელებული წვეთებით, მაგალითად დაცემინებისას მასთან ახლოს მყოფ ადამიანზე ან პათოგენით დაინფიცირებული ხელების მოსმით ცხვირის ან თვალების ლორწოვანზე.


იმ ცოდნის გათვალისწინებით რაც ამჟამად არსებობს, კორონავირუსს გარემოში შედარებით დაბალი სტაბილურობა ახასიათებს.

არ არსებობს მონაცემები კორონავირუსის გავრცელებისა დაბინძურებული საკვებით ან დაბინძურებულ ნივთებთან კონტაქტით. ამის გათვალისწინებით ნაკლებათ შესაძლებელია რომ სურსათი და სხვა სამომხმარებლო პროდუქცია იყოს ამ ტიპის კორონავირუსით განპირობებული ინფექციის წყარო.


დღევანდელი მონაცემებით კორონავირუსი არ არსებობს წყალში და აქედან მისი გავრეცელება წყლის საშუალებით ნაკლებად შესაძლებელია.

მიუხედავად იმისა, რომ ვირუსის გადაცემა დაბინძურებული სურსათით ნაკლებსავარაუდოა, ყოველდღიური ჰიგიენის ზოგადი წესები, ისეთი როგორიცაა ხელების რეგულარული დაბანა, სურსათის მომზადებისას ჰიგიენის წესების დაცვა აუცილებელია. ასევე უნდა გვახსოვდეს რომ ვირუსები ძალიან მგრძნობიარენი არიან ტემპერატურული დამუშავების მიმართ და დაინფიცირების რისკი თერმული დამუშავების პირობებში საკმაოდ დაბალია.


როგორც მემბრანის მქონე ვირუსები, რომელშიც გენეტიკური მასალა დაფარულია ცხიმის გარსით (ლიპიდური შრით), კორონავირუსები მგრძნობიარედ რეაგირებენ იმ ნივთიერებებზე, რომლებიც შლიან ცხიმს. ამის გამო სპირტი ან სხვა ზედაპირულად–აქტიური ნივთიერებები, რომლებსაც შეიცავს საპონი და ჭურჭლის სარეცხი საშუალებები და რომლებიც აცილებენ ცხიმს და შლიან ვირუსის ზედაპირს განაპირობებენ ვირუსის ინაქტივაციას.

კორონავირუსის ახალი ტიპის SARS-CoV-2 პირველადმა ლაბორატორიულმა კვლევებმა აჩვენა, რომ მან შეიძლება შეინარჩუნოს ინფექციურობა აეროზოლს სახით 3 საათის განმავლობაში, სპილენძის ზედაპირზე 4 საათის განმავლობაში, და მუყაოს ზედაპირზე 24 საათის განმავლობაში, ხოლო უჟანგავი ფოლადის ზედაპირზე და პლასტიკის ზედაპირზრ მათი მნიშვნელოვანი დაბინძურების შემთხვევაში – 2–3 დღე.

გ ი სუ რ ვ ე ბ თ
ჯ ა მ რ თ ე ლ ო ბ ა ს

©2019 by Georgian Nutrition Society.