სნს-ის წევრები დაესწრნენ ბრიტანეთისა და ირლანდიის ნუტრიციოლოგთა საზოგადოების ზამთრის კონფერენციას 'ნაწლავის მიკრობიომა და ჯანმრთელობა'
29-30 მარტს სნს-ის წევრები დაესწრნენ ბრიტანეთისა და ირლანდიის ნუტრიციოლოგთა საზოგადოების (NS) გაზაფხულის ვირტუალურ საერთაშორისო კონფერენციას ‘ნაწლავის მიკრობიომა და ჯანმრთელობა'
ბრიტანეთისა და ირლანდიის ნუტრიციოლოგთა საზოგადოებამ (The NS) კიდევ ერთი საჩუქარი გაგვიკეთა და ჩვენს წევრებს მისცა საშუალება ძალიან შეღავათიან ფასად დასწრებოდნენ 2021 წლის გაზაფხულის ვიტრუალურ კონფერენციას. ჩვენ გვინდა დიდი მადლობა გადავუხადოთ The NS-ს ასეთი შესაძლებლობისთვის და დავუდასტუროთ ჩვენი პატივისცემა. კონფერენცია როგორც მათ მიერ ჩატარებული ყველა კონფერენცია მართლაც ძალიან საინტერესო და ინფორმატიული გამოდგა და ჩვენი საზოგადოების წევრებს შესაძლებლობა მიეცათ გაცნობოდნენ ბევრ ახალ ინფორმაციას. ამავე დროს ყველა დამსწრემ მიიღო დასწრების სერთიფიკატი, რომელიც აკრედიტირებულია ბრიტანეთის ნუტრიციოლოგთა ასოციაციის მიერ, ასოციაციისა რომელიც ანხორციელებს აკტედიტაციისა და რეგისტრაციის ყველა პროცესს ბრიტანეთში.
On 29-30 March 2021 members of the Georgian Nutrition Society attended the virtual meeting hosted by the Nutrition Society: Spring Conference 2021 ‘Gut Microbiome and Health'’
Members of the Georgian Nutrition Society are most grateful to The Nutrition Society (NS) for giving them the opportunity to attend this conference, which they found highly informative and interesting. GNS members were pleased to receive a Certificate of Attendance, endorsed by the AFN.
Comments